მთავარი » სტატიები [ სტატიის დამატება ]

სულ კატალოგში მასალაა: 4
ნაჩვენებია მასალა: 1-4

ნადირობის შემდეგ გაზიარება გადმოწერა

ლადო ასათიანი

გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ,

დახოცეს უშტი და უშქარი ნადირი.

და მერე, როცა დღე-ღამე გაიყარა,

ღამის გასათევი შემოხვდათ ადგილი.

თეთრონებს მოხადეს ავაზას ტყავები

და მასზე დააწყვეს ლამაზად თავები:

ირმების,

ჯიხვების,

არჩვების,

დათვების ―

სიკვდილს რომ ებრძოდნენ სისხლიან თათებით.

და როცა მთვარემ ტყეზე გადიარა,

სასმური ასწია ლევან დადიანმა:

― კურთხეულ იყოს ეს წმინდა ადგილი,

გაისად უმეტესი მოგვეკლას ნადირი!

― კურთხეულ იყოს! ― აღმოხდათ თავადებს, ―

ნადირთა ღვთაების სახელი გვფარავდეს! ―

და უცებ ქუხილმა ტყეზე გადიარა:

ვინ მოჰკლა, ვინ სტყორცნა ჩვენზე ადრიანად,

ვინ დალოცვილმა ჩვენზე მადლიანად?!

― მანუჩარის შვილმა ლევან დადიანმა. ―

ღამეში თვალების გადაბრიალებით

ნადავლთან მოგროვდნენ შავნაბდიანები.

ულვაშზე სალოკი გადისვა ერთ-ერთმა.

(მის მიერ დაკოდილ ირემზე ამბობდა):

― ლამის გამალენჩოს ამ თვალთა შეხედვამ,

ო, როგორ უნდოდა სიცოცხლე საცოდავს!

― გულჩვილი ყოფილხართ ლეჩხუმის თავადი,

ჩვენ კიდევ პირდაპირ საფრთხეში ჩავვარდით,

ჯიქურ დაგვეჯახა და ლაჯში დაგვხია,

მაგ ირმის გეერდით რომ ქისონი ტახია. ―

თქვა ეს და ბაღდადით შეიკრა იარა

თავადმა მაღალმა, ჟღალულვაშიანმა.

ნაკვერჩხალებივით ელავდნენ ღამეში

თვალები ვეება გარეულ კამეჩის.

და თეთრი ეშვებით წყვდიადის დამხევნი ―

წყვდიადში ეყარნენ ველური ტახები.

წყვდიადში თვალების გადაბრიალებით

რიგ-რიგად ჰყვებოდნენ შავნაბდიანები:

― პირველად შემომხვდა ჩვენს ტყეში კანჯარი,

პირველად გამიტყდა ჩემს დღეში ხანჯალი!

სვამდნენ და თვრებოდნენ და ასე ჰყვებოდნენ,

რომელმა მათგანმა რა მოჰკლა, რა ბედზე.

ახარხარდებოდნენ, აყაყანდებოდნენ

და ღვინოს ასხამდნენ სისხლიან თავებზე.

― ჩვენი სიხარული და ჩვენი ჯავარი

ცოცხლობდეს,

შრომობდეს,

ომობდეს მთავარი!

ტყე არ შრიალებდა. დაწვნენ და დაოსდნენ

ხეები, სიბნელის სამსალით მთვრალები,

და ეწყო თავები, ვით სასაკლაოზე,

ლაჟვარდში გაფრენილ გაყინულ თვალებით …

თეთრჩაბალახიანი და თეთრნაბდიანი

ნადირობას ზეიმობდა ლევან დადიანი.
სხვა და სხვა |  ნახვები: 673 |   დაამატა: a11201 |  თარიღი: 24.05.2011 | კომენტარი (1)

საქართველოს წითელი ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 მაისის N303 ბრძანებულებით დამტკიცებული ნუსხის ამონაწერი:
წითელ ნუსხაში შეტანილია:
ცხოველები
1. ლელიანის კატა, საფუძველი - არეალისშემცირება
2. ფოცხვერი, საფუძველი - მცირე ფრაგმენტირებული პოპულაცია.
3. ჯიქი, საფუძველი - ძალზე მცირე პოპულაცია,იშვიათი ქვესახეობა.
4. ვეფხვი, საფუძველი - განადგურებულია XX საუკუნეში.
5. აფთარი, საფუძველი - ძალზე მცირე პოპულაცია.
6. წავი, საფუძველი - არეალის შემცირება.
7. ჭრელტყავა, საფუძველი - არეალის შემცირება.
8. თეთრმუცელა, საფუძველი - გადაშენდა საქართველოს სანაპირო წყლებში.
9. მურა დათვი, საფუძველი - მცირე, ფრაგმენტირებული პოპულაცია.
10. ირემი, საფუძველი - შემორჩა 2 გეოგრაფიულ წერტილში.
11. ქურციკი, საფუძველი - განადგურებულია XX საუკუნის ბოლოს.
12. დასავლეთკავკასიური ჯიხვი, საფუძველი - მოწყვლადია მსოფლიო მაშტაბით.
13. დაღესტნური ჯიხვი, საფუძველი - მოწყვლადია მსოფლიო მაშტაბით.
14. ნიამორი, საფუძველი - თითქმის მთელი პოპულაცია ერთ გეოგრაფიულ წერტილშია
15. არჩვი, საფუძველი - მნიშვნელოვანი კლება ბოლო წლებში.
ფრინველები
1. მურტალა, საფუძველი - მცირე პოპულაცია.
2. ვარდისფერი ვარხვი, საფუძველი - მცირე პოპულაცია.
3. ქოჩორა ვარხვი, საფუძველი - გლობალურად მოწყვლადი, მცირე პოპულაცია.
4. ლაკლაკი, საფუძველი - მცირე პოპულაცია.
5. ყარყატი, საფუძველი - მცირე პოპულაცია.
6. პატარა ღერღეტი, საფუძველი - გლობალურად მოწყვლადი, მცირე პოპულაცია.
7. წითელი იხვი, საფუძველი - მცირე პოპულაცია.
8. გარიელი, საფუძველი - ძალზე მცირე პოპულაცია.
9. თეთრთვალა იხვი, საფუძველი - გლობალურად მოწყვლადი.
10. თეთრკუდა ფსოვი, საფუძველი - მცირე პოპულაცია.
11. ქორცქვიტა
12, ველის კაკაჩა
13, ბექობის არწივი
14. დიდი მყივანი არწივი
15. მთის არწივი
16. ფასკუნჯი
17. ბატკანძერა
18. სვავი
19. ორბი.
20. გავაზი.
21. თვალშავი
22. წითელთავა შავარდენი.
23. მცირე კირკიტა.
24. ჭოტი
25. ბუხრიწა
26. კასპიური შურთხი
27. კავკასიური როჭო.
28. რუხი წერო.
29. სარსარაკი
30. თვალჭყეტია
31. ულვაშ წივწივა
32. წითელმუცელა ბოლოცეცხლა.
33. დიდი კოჭობა.
34. ჭრელგულა ჭვინტაკა.
საქართველოს წითელი წიგნი |  ნახვები: 710 |   დაამატა: nukrifox |  თარიღი: 19.05.2011 | კომენტარი (0)

საქართველოს წითელი წიგნი |  ნახვები: 1884 |   დაამატა: a11201 |  თარიღი: 19.05.2011 | კომენტარი (0)

ეს ფრინველი როგორც ცალკე სახეობა მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1875 წელს. მანამდე კი მეცნიერები მას ევროპულ შავ როჭოდ მიიჩნევდნენ. მას შემდეგ, რაც პოლონელი გადამდგარი ოფიცერი მლოკოსევიჩი ჩამოსახლებული იქნა საქართველოში მეფის რუსეთის დროს და მუშაობა დაიწყო ლაგოდეხის ნაკრძალში მეტყევედ, მისმა დაკვირვებამ და ვარშავის უნივერსიტეტში გაგზავნილმა წერილმა გადაწყვიტა ამ ფრინველის სახელდების ბედი. პოლონელმა ზოოლოგმა, პროფესორმა ტაჩანოვსკიმ ახალ სახეობას მლოკოსევიჩის როჭო უწოდა.
საქართველოს წითელი წიგნი |  ნახვები: 1545 |   დაამატა: nukrifox |  თარიღი: 18.05.2011 | კომენტარი (0)

ძებნა

საიტის მენიუ

პროფილი


Гость !



სტუმარო , მოგესალმებით. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაციაა და/ან ავტორიზაცია!

მინი-ჩეთი

500

ამინდი

გამოკითხვა

შეაფასეთ ჩვენი საიტი!!!


პასუხების რაოდებობა: 474
ხმათა რაოდენობა: 474