მთავარი » სტატიები » საქართველოს წითელი წიგნი [ სტატიის დამატება ]

ხოხობი
კოლხური ხოხობი (Phasianus colchicus),(Phasis — მდ. რიონის ძვ. სახელწოდებიდან), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მამლის მასა 1600 გ აღწევს, დედლისა — 800 გ. აქვთ კარგად განვითარებული ფეხები, მოკლე მომრგვალებული ფრთები, გრძელი ბოლო (განსაკუთრებით მამალს). მამალს გალოზე დეზები აქვს და მეტად ლამაზი, მკვეთრი შეფერილობით გამოირჩევა. აღწერილია კოლხური ხოხობის მრავალი ქვესახეობა, რომელთაგან ყოფილ სსრკ-ის ფარგლებში გვხვდება 13. კოლხური ხოხობი გავრცელებულია უთოვლო ამ მცირე თოვლიან და რბილ კლიმატიან ზოლში პალეარქტიკის სამხრეთ ნაწილში. აკლიმატიზებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში წინათ გავრცელებული ყოფილა კოლხეთის დაბლობზე, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ჭალებში. ბევრ ადგილას კვლავ ინტენსიურად მრავლდება. ბინადრობს ჭალის ტყეებში, მცენარეულობით მდიდარ წყალსატევების სანაპირო დაბლობებზე, ზღვის დონიდან 850 მ-მდე. ბუდეს იკეთებს ხმელი ფოთლებითა და ბალახით მიწის პატარა ჩაღრმავებაში. დებს 8-12, ზოგჯერ 18 კვერცხს. მისი კრუხობა გრძელდება 25 დღეს. ბუდეზე ზის მხოლოდ დედალი. ცუდად ფრენს. საშიშროების შემთზვევაში გარბის. იკვებება ძირითადად მცენარეულობით, უფრო სარეველათა თესლით, ნაყოფით, ვეგეტატიური ნაწილებით, აგრეთვე მწერებით. სასარგებლო ფრინველია.
ხოხბის გამრავლებას ხელს უშლიან პატარა მტაცებელი ცხოველები როგორებიცაა მელა, ტურა, კვერნა და მისთანები.

ხოხობი მთელ მსოფლიოში საქართველოდან გავრცელებულა. ძველბერძნული ლეგენდა მოგვითხრობს, რომ მითიურმა არგონავტებმა კოლხეთიდან საბერძნეთში წაიყვანეს ხოხობიც. იგი ბერძნებს არ ენახათ და ბუნებრივია მისი სახელიც არ იცოდნენ, ამიტომ მას დაარქვეს "ფაზიანოსი" (ფაზისის ფრინველი). ამ სახელით ცნობილია ხოხობი მთელ მსოფლიოში და შესულია მეცნიერულ ზოოლოგიურ ტერმინოლოგიაში.

ხოხობზე ნადირობა ნებადართულია მხოლოდ სპეციალუღ სამონადირეო მეურნეობებში! ხოხობს არ უნდა ესროლოთ, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ მას ნამდვილად აიღებთ, დაჭრილი ხოხობი, მითუმეტეს, მამალი, ხშირად მიწაზე დავარდნის უმალვე გარბის და იკარგება.
ხოხობზე სანადიროდ 5-6-7 ნომერ საფანტს ხმარობენ, თუ მონადირე კარგი მსროლელია, საფანტი უფრო წვრილიც შეიძლება იხმაროს, ხოლო თუ თოფს ძლიერ მჭიდროდ მიაქვს, შეიძლება იხმაროს 3 და 4 ნომერი საფანტი, ფრინველი შორს გაუშვას, ივარაუდოს რომ 1 და 2 კეკალი საფანტიც კი საკმარისია ფრინველის მოსაპოვებლად და მაგრად, იგი არ გააფუჭოს.

 

 


 

 

კატეგორია: საქართველოს წითელი წიგნი | დაამატა: a11201 (19.05.2011)
ნანახია: 1886 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ძებნა

საიტის მენიუ

პროფილი


Гость !



სტუმარო , მოგესალმებით. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაციაა და/ან ავტორიზაცია!

მინი-ჩეთი

500

ამინდი

გამოკითხვა

გითევზავია დენის აპარატით


პასუხების რაოდებობა: 291
ხმათა რაოდენობა: 291