მთავარი » სტატიები » საქართველოს წითელი წიგნი [ სტატიის დამატება ]

კავკასიური როჭო
ეს ფრინველი როგორც ცალკე სახეობა მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1875 წელს. მანამდე კი მეცნიერები მას ევროპულ შავ როჭოდ მიიჩნევდნენ. მას შემდეგ, რაც პოლონელი გადამდგარი ოფიცერი მლოკოსევიჩი ჩამოსახლებული იქნა საქართველოში მეფის რუსეთის დროს და მუშაობა დაიწყო ლაგოდეხის ნაკრძალში მეტყევედ, მისმა დაკვირვებამ და ვარშავის უნივერსიტეტში გაგზავნილმა წერილმა გადაწყვიტა ამ ფრინველის სახელდების ბედი. პოლონელმა ზოოლოგმა, პროფესორმა ტაჩანოვსკიმ ახალ სახეობას მლოკოსევიჩის როჭო უწოდა.
კავკასიური როჭო (Caucasian Black Crouse- tetao mlokosiewiczi) – საშუალო ზომის ტყის ფრინველია, რომელიც მხოლოდ კავკასიაშია გავრცელებული. დედალი და მამალი გარეგნობით მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მხოლოდ სიცოცხლის მესამე წელს ემსგავსება დედალი მამალს. ამ მოვლენას ბიოლოგიაში ასაკობრივი დიმორფიზმი ჰქვია. მამალს გრძელი და ლამაზი კუდი აქვს, რომელიც ბოლოში ორად არის გაყოფილი და ქვემოთაა დახრილი. საქართველოში ინადრობს როგორც დიდ, ისე მცირე კავკასიონზე. გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე უმთაფრესად დეკით დაფარულ ფერდობებზე. ასევე მეჩხერ არყნარი ტყისა და სუბალპური ზონის საზღვარზე. დებს 10 კვერცხს და ჩეკს 6–7 წიწილას. შეტანილია IUCN წითელ ნუსხაში. ამ ფრინველისთვის ძირითად პრობლემებს მისი ადგილსამყოფელის შემცირება, დეგრადირება და ფრაგმენტაცია წარმოადგენს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრაკონიერობა და ადამიანის მხრიდან შეწუხების ფაქტორი. კავკასიური როჭოს გავრცელების საზღვრები
კატეგორია: საქართველოს წითელი წიგნი | დაამატა: nukrifox (18.05.2011)
ნანახია: 1548 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ძებნა

საიტის მენიუ

პროფილი


Гость !



სტუმარო , მოგესალმებით. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაციაა და/ან ავტორიზაცია!

მინი-ჩეთი

500

ამინდი

ფორუმი

  • ძროხის, ცხვრის ან ღორის ჩახოხბილი (4727)
  • საქართველოს ბუნება დღეს (13)
  • ტურა (8)
  • მელა (12)
  • გამოკითხვა

    გინადირია ლამპა-ფარით


    პასუხების რაოდებობა: 268
    ხმათა რაოდენობა: 268