მთავარი » სტატიები » სხვა და სხვა [ სტატიის დამატება ]

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 1
ნაჩვენებია მასალა: 1-1

დალაგება: თარიღი · დასახელება · რეიტინგი · კომენტარებით · ნანახია
ნადირობის შემდეგ გაზიარება გადმოწერა

ლადო ასათიანი

გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ,

დახოცეს უშტი და უშქარი ნადირი.

და მერე, როცა დღე-ღამე გაიყარა,

ღამის გასათევი შემოხვდათ ადგილი.

თეთრონებს მოხადეს ავაზას ტყავები

და მასზე დააწყვეს ლამაზად თავები:

ირმების,

ჯიხვების,

არჩვების,

დათვების ―

სიკვდილს რომ ებრძოდნენ სისხლიან თათებით.

და როცა მთვარემ ტყეზე გადიარა,

სასმური ასწია ლევან დადიანმა:

― კურთხეულ იყოს ეს წმინდა ადგილი,

გაისად უმეტესი მოგვეკლას ნადირი!

― კურთხეულ იყოს! ― აღმოხდათ თავადებს, ―

ნადირთა ღვთაების სახელი გვფარავდეს! ―

და უცებ ქუხილმა ტყეზე გადიარა:

ვინ მოჰკლა, ვინ სტყორცნა ჩვენზე ადრიანად,

ვინ დალოცვილმა ჩვენზე მადლიანად?!

― მანუჩარის შვილმა ლევან დადიანმა. ―

ღამეში თვალების გადაბრიალებით

ნადავლთან მოგროვდნენ შავნაბდიანები.

ულვაშზე სალოკი გადისვა ერთ-ერთმა.

(მის მიერ დაკოდილ ირემზე ამბობდა):

― ლამის გამალენჩოს ამ თვალთა შეხედვამ,

ო, როგორ უნდოდა სიცოცხლე საცოდავს!

― გულჩვილი ყოფილხართ ლეჩხუმის თავადი,

ჩვენ კიდევ პირდაპირ საფრთხეში ჩავვარდით,

ჯიქურ დაგვეჯახა და ლაჯში დაგვხია,

მაგ ირმის გეერდით რომ ქისონი ტახია. ―

თქვა ეს და ბაღდადით შეიკრა იარა

თავადმა მაღალმა, ჟღალულვაშიანმა.

ნაკვერჩხალებივით ელავდნენ ღამეში

თვალები ვეება გარეულ კამეჩის.

და თეთრი ეშვებით წყვდიადის დამხევნი ―

წყვდიადში ეყარნენ ველური ტახები.

წყვდიადში თვალების გადაბრიალებით

რიგ-რიგად ჰყვებოდნენ შავნაბდიანები:

― პირველად შემომხვდა ჩვენს ტყეში კანჯარი,

პირველად გამიტყდა ჩემს დღეში ხანჯალი!

სვამდნენ და თვრებოდნენ და ასე ჰყვებოდნენ,

რომელმა მათგანმა რა მოჰკლა, რა ბედზე.

ახარხარდებოდნენ, აყაყანდებოდნენ

და ღვინოს ასხამდნენ სისხლიან თავებზე.

― ჩვენი სიხარული და ჩვენი ჯავარი

ცოცხლობდეს,

შრომობდეს,

ომობდეს მთავარი!

ტყე არ შრიალებდა. დაწვნენ და დაოსდნენ

ხეები, სიბნელის სამსალით მთვრალები,

და ეწყო თავები, ვით სასაკლაოზე,

ლაჟვარდში გაფრენილ გაყინულ თვალებით …

თეთრჩაბალახიანი და თეთრნაბდიანი

ნადირობას ზეიმობდა ლევან დადიანი.
სხვა და სხვა |  ნახვები: 674 |   დაამატა: a11201 |  თარიღი: 24.05.2011 | კომენტარი (1)

ძებნა

საიტის მენიუ

პროფილი


Гость !



სტუმარო , მოგესალმებით. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაციაა და/ან ავტორიზაცია!

მინი-ჩეთი

500

ამინდი

ფორუმი

  • ძროხის, ცხვრის ან ღორის ჩახოხბილი (4727)
  • საქართველოს ბუნება დღეს (13)
  • ტურა (8)
  • მელა (12)
  • გამოკითხვა

    შეაფასეთ ჩვენი საიტი!!!


    პასუხების რაოდებობა: 474
    ხმათა რაოდენობა: 474