მთავარი » ინფო
ინგლისური სეტერი
მაისი 7th, 2012



სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. “ტო სეტ” _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად.
საკუთრივ ინგლისური სეტერის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე “ლავერაკს” ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა.
ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა.

საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, “ჩამჯდარი” აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა.

სქესის გამოხატულება

სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი.
ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.

ქცევა და ხასიათი

ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.

ტანადობა

საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია.

შეფერილობა

ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები.
სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს.
ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით.

ბანალი

ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია.
ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი.
ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა.

ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული.
ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა.
ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი.

თავი

მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება – ან შავია, ან ყავისფერი.
ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა.
ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები.

ყური

ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით.
ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს.
ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით).
ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური.
კატეგორია: ინფო | ნანახია: 2324 | დაამატა: nukrifox | თარიღი: 16.05.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (0)

მეგობრებო 26 მაისიდან საიტი გადადის ქართულ ძრავზე და რადიკალურად იცვლება მისი დიზაინი, რაც საშუვალებას მოგვცემს საიტის უკეთ მუშაობისა, რეგისტრაციის გამარტივებისა და სხვადასხვა  საინტერესო  სიურპრის მოწოდებაში.


ამჟამად საიტის ფუნქციონირება დროებით შეწყვეტილია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს


პატივისცემით,

www,khirimi.ge-

ადმინისტრაცია   

კატეგორია: ინფო | ნანახია: 1704 | დაამატა: nukrifox | თარიღი: 02.05.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (0)

 
 
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება 74

2012ლის 16 მარტი

. თბილისი

ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველისა) სახეობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველისა) სახეობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №175 ბრძანების (სსმ, 05.09.2011 წ., ვებგვერდი 110902008) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მურა დათვის, ირმის, არჩვის, დასავლეთ კავკასიური ჯიხვისა და დაღესტნური ჯიხვის, ნიამორის, კავკასიური როჭოს და კასპიური შურთხის გარემოდან ამოღება, განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით."

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ხეთაგური

კატეგორია: ინფო | ნანახია: 1480 | დაამატა: a11201 | თარიღი: 28.03.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (0)


 
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება 36

2012 წლის 30 იანვარი

. თბილისი

„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 უნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 80 სმ-ზე ნაკლებია;".

2. 31 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) არჩვზე - 1მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;";

ბ) „დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;";

3. 31 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) არჩვზე - 1 მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;";

ბ) „დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;".

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

კატეგორია: ინფო | ნანახია: 683 | დაამატა: a11201 | თარიღი: 28.03.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (0)

 
 
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება 75

2012ლის 16 მარტი

. თბილისი

„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებულ დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებები– ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეები (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგები, მარყუჟები, აგრეთვე ორმოები (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველების მოპოვებისას, აგრეთვე, გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას), სარეგვავები (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავი, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორები, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;".

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ხეთაგური

კატეგორია: ინფო | ნანახია: 663 | დაამატა: a11201 | თარიღი: 28.03.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (1)


უახლოეს პერიოდში კლუბის წევრებს შორის გაიმართება ტურნირი სასტენდო სროლაში, სადაც გამოვლინდება კლუბის საუკეთესო მსროლელი.

კონკრეტული თარიღი და პირობები დამათებით გეცნობებათ .





კატეგორია: ინფო | ნანახია: 706 | დაამატა: გიორგი | თარიღი: 21.03.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (9)

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისმა გაავრცელა განცხადება სექტემბერში პარლამეტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ნადირობის ახალ წესებს განსაზღვრავს.

ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, ნებადართულია ნადირობა დაცულ ტერიტორიაზე, საუბარაია ასევე წითელ წიგნში შეტანილ ცხოველებზე ნადირობის დაშვებაზე.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობს, აღიარებს, რომ არსებული კანონმდებლობა ამ სფეროში საჭიროებს დახვეწას, თუმცა გამოთქვამს პოზიციას ცვლილებების ზემოთმპყვანილ ორ ასპექტთან დაკავშირებით.

"ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვება მიუღებელია. ამგვარი დაშვება არ შეესაბამება საერთაშორისო  პრაქტიკას და იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) სახელმძღვანელო პრინციპებს დაცული ტერიტორიების კატეგორიების შესახებ”, აცხადებს WWF-ის კავკასიის ოფისი და დასძენს:  "ზემოაღნიშნული ნორმის შემოღება სამართლებრივად აზრს დაუკარგავს ეროვნული პარკების, როგორც დაცული ტერიტორიის კატეგორიის, არსებობას –იმდენად, რამდენადაც გაუთანაბრებს მას დაბალი დაცვის რეჟიმის მქონე სხვა კატეგორიებს (აღკვეთილს, დაცულ ლანდშაფტს და მრავალმხრივი გამოყენებისტერიტორიას). პრაქტიკულადაც, ყოველივე ამას სარგებელზე გაცილებით მეტი ზიანი მოჰყვება:

ნაკრძალები და ეროვნული პარკები ჩვენი ფაუნის წარმომადგენელთა თავშესაფრებია, ერთგვარი "რეზერვუარებია”, სადაც მრავლდება ნადირ-ფრინველი; ანუ იქმნება რესურსი ამ კატეგორიის დაცული ტერიტორიების გარეთ სამონადირეო მეურნეობების მოსაწყობად”.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მოსაზრებით, ნადირობის დაშვება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ პარკებში ტურიზმის განვითარების პოზიტიურ ტენდენციას და, ზოგადად, ეროვნული  პარკებში ნადირობის დაშვება და, შესაბამისად, მათი დაცვის რეჟიმის დაქვეითება უარყოფითად აისახება საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტზე.

გავრცელებული განცხადება ასევე ეხება წითელი ნუსხის სახეობებთან დაკავშირებით მოსალოდნელ ცვლილებებს:

"კანონპროექტში ბუნდოვან კოტექსტშია ნახსენები წითელი ნუსხის სახეობები. აღვნიშნავთ, რომ საქართველოს წითელი ნუსხის მნიშვნელობის ნებისმიერი სახით დაკნინება უარყოფითად აისახება ქვეყნის ბუნებრივი ეკოსისტემების მდგომარეობაზე. წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობა დაუშვებელია. ამასთან, წითელი ნუსხის რეგულაცია გულისხმობს მის პერიოდეულ განახლებას მასში შეტანილი სახეობების სტატუსის შესახებ ახალი მონაცემების დაგროვების კვალდაკვალ: განახლების შედეგად სახეობის სტატუსი შეიძლება ამაღლდეს, ან დაიწიოს. ზოგიერთი სახეობა შესაძლოა, კიდეც ამოღებულ იქნას წითელი ნუსხიდან. ოღონდ ყოველივე ამას წინ უნდა უსწრებდეს საფუძვლიანი სამეცნიერო შეფასება”.

მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში მოღვაწე გარემოსდამცველმა ორგანიზაციებმაც გააპროტესტეს და ცვლილებების განხილვის პროცესში პარლამენტს დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის მოთხოვნით მიმართეს.

http://netgazeti.ge
კატეგორია: ინფო | ნანახია: 616 | დაამატა: a11201 | თარიღი: 06.03.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (0)

ცაგო კახაბერიძე, გაზეთი „ბათუმელები"

შავი ზღვის ორაგულს გადაშენების საფრთხე ემუქრება. გარემოსდამცველების ინფორმაციით, მდინარეები, რომლებშიც თევზის ეს სახეობა ტოფობას, ანუ ქვირითობას აწარმოებს, მაჭახელა და კინტრიშია. მდინარე მაჭახელაზე ჰიდროპროექტების განხორციელების მიზნით ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა, კინტრიშთან კი ბეტონის ნაკეთობათა ქარხანა ააშენეს, რაც სამომავლოდ მდინარიდან ინერტული მასალების ამოღების შესაძლებლობის ეჭვს აჩენს.

შავი ზღვის ორაგული საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი არალეგალური მოპოვების გარდა, კანონმდებლობითაა აკრძალული ყოველგვარი ქმედება, რამაც შეიძლება მისი შემცირება ან საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესება გამოიწვიოს.

შავი ზღვის ორაგული გამსვლელი თევზია, რაც იმას ნიშნავს, რომ გასამრავლებლად ის მდინარეებში შედის, მისი ქვირითობის პერიოდი კი მარტიდან ივლისამდე გრძელდება. მცირე მოზარდები მდინარეში 1-3 წლამდე რჩებიან, შემდეგ კი ზღვაში ჩადიან, ინტენსიურად იკვებებიან, სწრაფად იზრდებიან და რამდენიმე წლის შემდეგ ისევ მდინარეში ბრუნდებიან, სადაც მათი სქესობრივი მომწიფება სრულდება.
ორაგული, რომელსაც შავი ზღვის კალმახსაც უწოდებენ, მდინარის კალმახისგან ძირითადად სწრაფი ზრდითა და მაღალი ნაყოფიერებით განსხვავდება, განსხვავებული აქვს მას ასევე სხეულის ფორმა და შეფერილობაც, რაც ზღვის პირობების გავლენითაა გამოწვეული. მდინარეში ის ძირითადად კიბოსნაირებით, მწერითა და მატლებით, ზღვაში კი თევზებითა და სხვა უხერხემლო ცხოველებით იკვებება. ორაგული მდინარეში გაცილებით ნელა იზრდება, ვიდრე - ზღვაში.

ორაგულის სატოფო ადგილები ძირითადად მდინარის შუა წელში და ზემო დინებაში, თხელწყლიან ან ქვა-ქვიშიან ადგილებშია განლაგებული.

ორაგული ქვირითს მის მიერ ამოთხრილ ორმოში ყრის, ქვირითის განაყოფიერებაში მანაწილეობს, აგრეთვე, მდინარის კალმახი, ტოფობის შემდეგ კი ორაგული ისევ ზღვაში ბრუნდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას" ხელმღვანელის, არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, შავი ზღვის ორაგული ბუნებრივ ქვირითობას საქართველოში სულ ორ მდინარეში - კინტრიშსა და მაჭახელაში აწარმოებს. „გვაქვს ასევე მდინარეები აფხაზეთის მონაკვეთზე, სადაც ორაგული ასევე ახორციელებს ტოფობის კამპანიას, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ მათ ვერ ვაკონტროლებთ. ამიტომ, თუ კინტრიშის ცოცხალ კვეთაში ორაგულის მიგრაციის პერიოდში ადგილი ექნება ინერტული მასალების მოპოვებას ან სხვაგვარ ტექნიკურ მანიპულაციებს, ეს გამოიწვევს წყლის ამღვრევის მომატებას, რაც პირდაპირ ორაგულის მიგრაციის შემაფერხებელი გარემოებაა. ეს წარმოქმნის თევზის დაფრთხობის ფაქტორს.

როდესაც შავი ზღვის ორაგული მდინარე კინტრიშში აღმართობს, ის სადღაც ხინოს მიდამოებში, სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ყრის ქვირითს და მის გარეთაც ის საკმაოდ ზევით ადის. ამ დროს ნებისმიერმა მანიპულაციამ მდინარეში შეიძლება ჩაშალოს მისი ტოფობის კამპანია, ორაგულმა ვერ ააღწიოს საქვირითოებამდე და ტოფობის კამპანია ჩავარდეს, ანუ იმ წელს ჩვენ ორაგულის ახალი თაობა ვერ მივიღოთ, რასაც ძალიან ნეგატიური ასახვა მოყვება და ორმაგად დაამძიმებს ამ სახეობის ისედაც მძიმე სტატუსს."

საქართველოს წითელ ნუსხაში შავი ზღვის ორაგულის სტატუსი _ გადაშენების პირას მყოფი სახეობა- მისი კეთილდღეობის მდგომარეობას განსაზღვრავს. არჩილ გუჩმანიძის თქმით, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „ორაგული შავი ზღვის ენდემური ფორმაა, რომელიც მხოლოდ შავი ზღვის აუზში გვხვდება. ბოლო კვლევის დროს, რომელიც ორაგულის მდგომარეობის შესწავლის მიზნით ჩატარდა, შავი ზღვის ექვსივე ქვეყანა დაეთანხმა, რომ ორაგულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კავკასიის სანაპიროა."

მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალების ამოღებაზე ოფიციალური ნებართვა ამ დროისათვის გაცემული არ არის. შპს „ლეგის" დამფუძნებელი ზურაბ მიქელაძე, რომლის კომპანიასაც სოფელ ხუცუბანში მდინარე კინტრიშზე ბეტონის ნაკეთობათა ქარხანა ეკუთვნის, „ბათუმელებს" არწმუნებს, რომ მდინარიდან ინერტული მასალების ამოღება არ იგეგმება- „ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს დადებული ოზურგეთში, საიდანაც ქვიშას შემოვიტანთ, ინერტულ მასალებს მდინარიდან არ ამოვიღებთ, ხდება თუ არა ამოღება? _ ეს არ ვიცით, შესაბამის ორგანოებთან გადაამოწმეთ."

„ჩვენ მდინარიდან ინერტულ მასალებს არ ვიღებთ" - უთხრა „ბათუმელებს" საწარმოს დირექტორმა გიორგი მიქელაძემ. კითხვას - აწარმოებენ თუ არა ამოღებას სხვები, მან არ უპასუხა.

შავი ზღვის ორაგული ტოფობის კამპანიას მდინარე მაჭახელაშიც აწარმოებს, ამ მდინარეზე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა იანვარში ტენდერი გამოაცხადა, სატენდერო განცხადების მიხედვით, მაჭახელაზე ორი ჰესის მშენებლობა იგეგმება, რაც გარემოსდამცველების განმარტებით, ამ მდინარის ეკოსისტემასაც გაანადგურებს.



ორაგული, არჩილ გუჩმანიძის ფოტო

netgazeti.ge
კატეგორია: ინფო | ნანახია: 748 | დაამატა: a11201 | თარიღი: 06.03.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (1)


"მწვანე ალტერნატივა”  საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მიერ გამოქვეყნებულ 2012 წელს ნადირობის სეზონზე ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტების შესახებ ინფორმაციას ყალბ მონაცემებად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 10 იანვარს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დამტკიცდა 2012 წელს ნადირობის სეზონზე ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტები:

ნუტრია - 194 ცალი, კურდღელი - 615 ცალი, მაჩვი- 168 ცალი, ტყის კვერნა - 157,  ქვის კვერნა - 157 ცალი, მგელი - 120 ცალი,  ტურა - 1453, მელა- 162 ცალი, ტყის კატა - 77 ცალი, გარეული ღორი - 189 ცალი, შველი -  417 ცალი, ენოტი - 96 ცალი, ხოხობი - 416 ცალი, კაკაბი -  713 ცალი, დურაჯი- 50 ცალი”

2011 წლის 28 ოქტომბერს ”მწვანე ალტერნატივამ" განცხადებით მიმართა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს და საჯარო ინფორმაცია მოითხოვა სანადირო  სახეობების შესახებ, კერძოდ კი, სანადირო სახეობების აღრიცხვის შედეგების მოწოდება, ასევე, ინფორმაცია, თუ რა მეთოდით, როდის (რა პერიოდში), რომელ ტერიტორიებზე  ჩატარდა პოპულაციების კვლევა და რომელი სამეცნიერო ორგანიზაცია და ექსპერტები მონაწილეობდნენ კვლევაში.

”მწვანე ალტერნატივამ” სამინისტროს გაზეთ ”კვირის პალიტრისა” და ჟურნალ ”ლიბერალის”  მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიმართა, რომ აღნიშნული სამინისტრო ფლობდა ინფორმაციას ზემოთ აღნიშნული კვლევების შესახებ, თუმცა სამინისტრომ არ შეასრულა ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და ”მწვანე ალტერნატივას” საერთოდ არ უპასუხა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია კვოტების შესახებ ყალბია, რადგან  არც ერთ სახელმწიფო თუ სამეცნიერო უწყებას სანადირო ცხოველთა სახეობების არანაირი აღრიცხვა არ ჩაუტარებია. ამასთანავე, სანადირო კვოტა აუცილებლად მიბმული უნდა იყოს კონკრეტულ სანადირო  სავარგულზე მოსანადირებელი ინდივიდების რაოდენობის დაკანონება იმ ტერიტორიების დასახელების გარეშე, სადაც შესაძლებელია ამ ცხოველების მოპოვება, ანუ სანადირო სავარგულების მიხედვით მოსაპოვებელი ინდივიდების გადანაწილების გარეშე აბსურდულია” -  წერია განცხადებაში.

”მწვანე ალტერნატივა” ვარაუდობს, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ნადირობა დაუშვას  იშვიათ და გადაშენების საფრთხის  წინაშე მყოფი სახეობებზე, უახლოეს მომავალში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო  წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების სანადირო კვოტებთან დაკავშირებითაც გამოაქვეყნებს ყალბ მონაცემებს.


http://netgazeti.ge

კატეგორია: ინფო | ნანახია: 625 | დაამატა: a11201 | თარიღი: 06.03.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (0)



ОРУЖИЕ И БОЕПРИПАСЫ > ИЖ-94 - рабочее ружье



В ходе исследований разработчиками "Тайги" было испытано множество вариантов конструкции механизма сострелки стволов. Наилучшую кучность ружье показало при использовании устройства с роликом, которое и пошло в серию. Механизм с роликом в полевых условиях работает лучше, чем другие аналогичные системы. Этот механизм помогает производить регулировку сострела средних точек попадания (СТП) стволов по вертикали. Однако в модели "Тайги" со стволами, скрепленными муфтами, можно производить регулировку и по горизонту. Дульная муфта горячей посадкой установлена на холодный нарезной ствол, после чего дополнительно еще и зафиксирована штифтом. В случае необходимости взаимное положение стволов регулируется путем проворота муфты вокруг дульной части нарезного ствола. Делается это следующим образом. Сначала выбивается фиксирующий штифт, затем, чтобы не повредить блок стволов, он закрепляется через деревянные прокладки в тисках, после чего на муфту накладывается латунная или жестяная прокладка и специальным ключом (можно воспользоваться обычным газовым ключом) делается проворот муфты на нужный угол. Муфта сидит на нарезном стволе с натягом, при ее повороте ствол начинает закручиваться и работать как торсион, поэтому страгивание муфты происходит не плавно, а рывками, и следует быть очень внимательным, чтобы не проскочить требуемое ее положение. Производя данную манипуляцию, лучше действовать "покачивающими" движениями ключа, контролируя визуально по внешней поверхности положение стволов относительно друг друга.
კატეგორია: ინფო | ნანახია: 1204 | დაამატა: nukrifox | თარიღი: 09.02.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (1)

1 2 3 4 »

ძებნა

საიტის მენიუ

პროფილი


Гость !



სტუმარო , მოგესალმებით. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაციაა და/ან ავტორიზაცია!

მინი-ჩეთი

500

ამინდი

ფორუმი

  • ძროხის, ცხვრის ან ღორის ჩახოხბილი (4727)
  • საქართველოს ბუნება დღეს (13)
  • ტურა (8)
  • მელა (12)
  • გამოკითხვა

    გინადირია ლამპა-ფარით


    პასუხების რაოდებობა: 268
    ხმათა რაოდენობა: 268