მთავარი » ინფო
ახმეტაში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, პირველ საჯარო სკოლასთან ახლოს მგელი მოკლეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჩოლოყაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, გამგეობის თანამშრომლები ქალაქში მაწანწალა ძაღლების დასახოცად იყვნენ გამოსულები და მგელი ძაღლი ეგონათ.

ადგილობრივების თქმით, ქალაქის ცენტრში მგელი აქამდე არასდროს უნახავთ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მგელი მოკლეს გურჯაანის ცენტრშიც, თავისუფლების ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიის წინ.

http://ick.ge
კატეგორია: ინფო | ნანახია: 647 | დაამატა: a11201 | თარიღი: 26.01.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (1)


როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა ჩვენ საიტზე განთავსებული ინფორმაცია მიიჩნიეს დეზინფორმაციათ, რომელიც განსჯის საკითხიც გახდა..... უარესიც თურმე ასეთი ინფორმაციის გამო ლანძღაველ ჩვენს პრეზიდენტს.......


ამონარიდი ერთი მონადირული საიტის მინი ჩატიდან (ესეთი უაზრობები იწერება და მერე იძახით რას გვიშვება ეს სააკაშვილიოოოოო ოოო)

ჩემო კარგებო გირჩევთ ერთი კვალიფიციური იურისტი დაიმეგობროთ რომელიც ერკვევა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების წაკითვაში, რომელიც დაგარწმუნებთ აქ განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეში.....

ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოების ინფორმირებაზე და ვეხმარებით მათ წინ მდგომი პრობლემების გადაწყვეტაში (ბევრისგან განსხვავებით) სხვათაშორის ძალიან ნაყოფიერადაც...

პატივისცემით,

მონადირეთა საიტის ბაზიერის გადამდგარი კომოდერატორი და ამჟამად
კლუბ ხირიმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამავე საიტის მოდერატორი
a11201 - გიორგი თედიაშვილი
კატეგორია: ინფო | ნანახია: 677 | დაამატა: a11201 | თარიღი: 22.01.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (4)



ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის სახეობის ერთ ინდივიდზე მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

ნიამორი - 500 ლარი

ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, მურა დათვი - 300 ლარი

შველი, გარეული ღორი - 200 ლარი

კავკასიური როჭო, კასპიური შურთხი - 100 ლარი

დურაჯი - 50 ლარი

მგელი, მელა, ტყის კვერნა, ქვის კვერნა, მაჩვი, ნუტრია, ენოტი, ხოხობი, კაკაბი, გნოლი - 30 ლარი

ტურა, ტყის კატა, კურდღელი, ენოტისებური ძაღლი - 20 ლარი

შენიშვნა: აღნიშნული ფასები განსაზღვრავს ლიცენზიისათვის შესაბამისი სამინისტროს მიერ გაწეულ მომსახურებას და არა კონკრეტული სახეობის ნადირის ან ფრინველის მოსაპოვებელ ლიცენზიის საფასურს....

რაც შეეხება ლიცენზიის ფასებს ინფორმაცია მოცემულია ცოტა ქვევით თუ ჩაათვალიერებთ საიტს....

კატეგორია: ინფო | ნანახია: 738 | დაამატა: a11201 | თარიღი: 13.01.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (0)




ნუტრია – 194 ცალი,

კურდღელი – 615 ცალი,

მაჩვი, – 168 ცალი,

ტყის კვერნა – 157 ცალი,

ქვის კვერნა – 157 ცალი,

მგელი – 120 ცალი,

ტურა – 1453 ცალი,

მელა – 162 ცალი,

ტყის კატა – 77 ცალი,

გარეული ღორი – 189 ცალი,

შველი – 417 ცალი,

ენოტი – 96 ცალი,

ხოხობი – 416 ცალი,

კაკაბი – 713 ცალი,

დურაჯი – 50 ცალი.
 

კატეგორია: ინფო | ნანახია: 632 | დაამატა: a11201 | თარიღი: 13.01.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (0)

განცხადება ნადირობის დოკუმენტის (ლიცენზიის) მისაღებად:
1. დაინტერესებული პირი ნადირობის დოკუმენტის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას.
2. წერილობითი განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის სახეობა;
ბ) მოპოვების ვადა;
გ) მოპოვების რაოდენობა.



ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 78. განცხადების შინაარსი
1. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;     
გ) მოთხოვნას;
დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;
ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.
2. განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება.
3.  განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
კატეგორია: ინფო | ნანახია: 747 | დაამატა: a11201 | თარიღი: 13.01.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (1)




მუხლი 3. ნადირობის წესები

1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ გადამფრენ ფრინველებზე ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.
3. ნადირობა (გარდა გადამფრენი ფრინველისა) დაიშვება ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ პირობებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა. (27.12.2011 N 275)
4. ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები განისაზღვრება ამ დებულების მე-4 დანართით.
5. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.
6. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.
7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. (27.12.2011 N 275)
8. აკრძალულია ნადირობა მთელი წლის განმავლობაში: (27.12.2011 N 275)
ა) ერთ წლამდე დათვის ბელზე, ასევე დათვის მდედრ ინდივიდზე, რომელსაც ჰყავს ერთ წლამდე ბელი;
ბ) ამ დებულების 31 მუხლის „ბ", „დ", „რ", „ტ", „უ", „ფ" და „ღ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობების მდედრ ინდივიდებზე;
გ) ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 100 სმ-ზე ნაკლებია;
დ) ირმის მამრ ინდივიდზე, რომლის რქებიც არ არის დატოტვილი ან/და დატოტვილია და მთავარი ღერძის სიგრძე 90 სმ-ზე ნაკლებია;
ე) შველის მამრ ინდივიდზე, რომლის რქაც არ არის დატოტვილი;

9. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) მცენარეული საფარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება;
დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველების მოპოვებისას, აგრეთვე, გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას), სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
ვ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ზ) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
თ) მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია. (27.12.2011 N 275)
10. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების (შემდგომში – მტაცებელი ფრინველი) გამოყენება. (27.12.2011 N 275)
11. მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი. (27.12.2011 N 275)
12. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები. (27.12.2011 N 275)
13. დადგენილი წესით ტყვეობაში გამრავლების მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის გარემოდან ამოღება დასაშვებია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ინდივიდის სიცოცხლეს, აღნიშნულ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ", „გ", „დ" და „ე" ქვეპუნქტითა და ამ დებულების 31 მუხლით დადგენილი აკრძალვები. (27.12.2011 N 275)
კატეგორია: ინფო | ნანახია: 655 | დაამატა: a11201 | თარიღი: 11.01.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (0)

 
 
 
 
საქართველოს კანონი

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის
მოსაკრებლების შესახებ

I ჯგუფი (დათვი) 1700 ლარი
II ჯგუფი (გარეული ღორი) 100 ლარი
III ჯგუფი:
ა) შველი500 ლარი
ბ) ირემი 1700 ლარი
IV ჯგუფი (მგელი) 100 ლარი
V ჯგუფი:
ა) ტურა 15 ლარი
ბ) მელა 50 ლარი
გ) მაჩვი 20 ლარი
დ) კვერნა 20 ლარი
ე) ენოტისებური ძაღლი, ენოტი, ნუტრია 1 ლარი
ვ) ტყის კატა 10 ლარი
VI ჯგუფი (კურდღელი) 2 ლარი
VII ჯგუფი:
ა) ჯიხვი 1700 ლარი
ბ) არჩვი 1350 ლარი
გ) შურთხი 220 ლარი
დ) ნიამორი 8350 ლარი
VIII ჯგუფი (სხვა ძუძუმწოვრები) 2 ლარი
IX ჯგუფი (ხოხობი) 15 ლარი
X ჯგუფი:
ა) კაკაბი, გარეული ბატი 4 ლარი
ბ) გარეული იხვი 1 ლარი
გ) დურაჯი 1 ლარი
დ) გნოლი 1 ლარი
ე) როჭო 1 ლარი
XI ჯგუფი (სხვა ფრინველები) 1 ლარი
კატეგორია: ინფო | ნანახია: 848 | დაამატა: a11201 | თარიღი: 04.01.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (3)



საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №276
2011 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი

,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებით (სსმ,11.05.2011, ვებგვერდი, 110511008) დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ძუძუმწოვრებზე და შემდეგ ვადებში:
ა) არჩვზე - 15 დეკემბრიდან 1 მარტამდე;
ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;
გ) მურა დათვზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;
დ) ჯიხვზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;
ე) ნიამორზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;
ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 დეკემბრამდე;
ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;
თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;
ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;
კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;
ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;
მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;
ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;
ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;
ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე;
რ) შველზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;
ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
2. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე და შემდეგ ვადებში:
ა) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;
ბ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;
გ) ხოხობზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;
დ) კაკაბზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;
ე) დურაჯზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;
ვ) გნოლზე - 1 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;
ზ) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;
თ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
ი) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.
3. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, მაშინ ნადირობა ნებადართულია:
ა) არჩვზე - 5 დეკემბრიდან 1 მარტამდე;
ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 თებერვლამდე;
გ) მურა დათვზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;
დ) ჯიხვზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;
ე) ნიამორზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;
ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;
ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე;
თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე;
ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;
კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;
ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;
მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;
ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;
ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;
პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე;
ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 თებერვლამდე;
რ) შველზე - 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე;
ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;
ტ) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე;
უ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე;
ფ) ხოხობზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე;
ქ) კაკაბზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე;
ღ) დურაჯზე - 1 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;
ყ) გნოლზე - 15 ნოემბრიდან - 1 მარტამდე;"
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური
კატეგორია: ინფო | ნანახია: 632 | დაამატა: a11201 | თარიღი: 04.01.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (1)

1. იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების შეძენის უფლება აქვს:

იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა სარეწაო, სამოყვარულო, სპორტულ ან სამეცნიერო ნადირობას, ან აღნიშნული პროფილით ახორციელებს ტურისტულ მომსახურებას და აკმაყოფილებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილ მოთხოვნებს

2.იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს:


იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, კუთვნილი,  რეგისტრირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან სამეცნიერო ნადირობის მიზნით, დროებით (მაგრამ არა უმეტეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადისა) სარგებლობის უფლებით გადასცენ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც რეგისტრირებული აქვთ სხვა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ფიზიკური პირებისათვის ცეცხლსასროლი იარაღის სარგებლობაში გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
კატეგორია: ინფო | ნანახია: 792 | დაამატა: a11201 | თარიღი: 21.11.2011 | სრულიად ნახვა/კომენტარები (3)

« 1 2 3 4 »

ძებნა

საიტის მენიუ

პროფილი


Гость !



სტუმარო , მოგესალმებით. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაციაა და/ან ავტორიზაცია!

მინი-ჩეთი

500

ამინდი

გამოკითხვა

გინადირია ლამპა-ფარით


პასუხების რაოდებობა: 268
ხმათა რაოდენობა: 268