მთავარი » 2012 » მარტი » 28 » საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება
11.41.23
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება

 
 
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება 36

2012 წლის 30 იანვარი

. თბილისი

„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 უნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 80 სმ-ზე ნაკლებია;".

2. 31 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) არჩვზე - 1მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;";

ბ) „დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;";

3. 31 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) არჩვზე - 1 მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;";

ბ) „დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;".

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

კატეგორია: ინფო | ნანახია: 684 | დაამატა: a11201 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ძებნა

საიტის მენიუ

პროფილი


Гость !



სტუმარო , მოგესალმებით. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაციაა და/ან ავტორიზაცია!

მინი-ჩეთი

500

ამინდი

გამოკითხვა

ვინ ხარ შენ?


პასუხების რაოდებობა: 448
ხმათა რაოდენობა: 448