მთავარი » სიახლეთა არქივი

კატეგორია: ვიდეოები | ნანახია: 678 | დაამატა: a11201 | თარიღი: 09.03.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (0)


კატეგორია: ვიდეოები | ნანახია: 654 | დაამატა: a11201 | თარიღი: 09.03.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (0)

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისმა გაავრცელა განცხადება სექტემბერში პარლამეტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ნადირობის ახალ წესებს განსაზღვრავს.

ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, ნებადართულია ნადირობა დაცულ ტერიტორიაზე, საუბარაია ასევე წითელ წიგნში შეტანილ ცხოველებზე ნადირობის დაშვებაზე.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობს, აღიარებს, რომ არსებული კანონმდებლობა ამ სფეროში საჭიროებს დახვეწას, თუმცა გამოთქვამს პოზიციას ცვლილებების ზემოთმპყვანილ ორ ასპექტთან დაკავშირებით.

"ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვება მიუღებელია. ამგვარი დაშვება არ შეესაბამება საერთაშორისო  პრაქტიკას და იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) სახელმძღვანელო პრინციპებს დაცული ტერიტორიების კატეგორიების შესახებ”, აცხადებს WWF-ის კავკასიის ოფისი და დასძენს:  "ზემოაღნიშნული ნორმის შემოღება სამართლებრივად აზრს დაუკარგავს ეროვნული პარკების, როგორც დაცული ტერიტორიის კატეგორიის, არსებობას –იმდენად, რამდენადაც გაუთანაბრებს მას დაბალი დაცვის რეჟიმის მქონე სხვა კატეგორიებს (აღკვეთილს, დაცულ ლანდშაფტს და მრავალმხრივი გამოყენებისტერიტორიას). პრაქტიკულადაც, ყოველივე ამას სარგებელზე გაცილებით მეტი ზიანი მოჰყვება:

ნაკრძალები და ეროვნული პარკები ჩვენი ფაუნის წარმომადგენელთა თავშესაფრებია, ერთგვარი "რეზერვუარებია”, სადაც მრავლდება ნადირ-ფრინველი; ანუ იქმნება რესურსი ამ კატეგორიის დაცული ტერიტორიების გარეთ სამონადირეო მეურნეობების მოსაწყობად”.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მოსაზრებით, ნადირობის დაშვება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ პარკებში ტურიზმის განვითარების პოზიტიურ ტენდენციას და, ზოგადად, ეროვნული  პარკებში ნადირობის დაშვება და, შესაბამისად, მათი დაცვის რეჟიმის დაქვეითება უარყოფითად აისახება საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტზე.

გავრცელებული განცხადება ასევე ეხება წითელი ნუსხის სახეობებთან დაკავშირებით მოსალოდნელ ცვლილებებს:

"კანონპროექტში ბუნდოვან კოტექსტშია ნახსენები წითელი ნუსხის სახეობები. აღვნიშნავთ, რომ საქართველოს წითელი ნუსხის მნიშვნელობის ნებისმიერი სახით დაკნინება უარყოფითად აისახება ქვეყნის ბუნებრივი ეკოსისტემების მდგომარეობაზე. წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობა დაუშვებელია. ამასთან, წითელი ნუსხის რეგულაცია გულისხმობს მის პერიოდეულ განახლებას მასში შეტანილი სახეობების სტატუსის შესახებ ახალი მონაცემების დაგროვების კვალდაკვალ: განახლების შედეგად სახეობის სტატუსი შეიძლება ამაღლდეს, ან დაიწიოს. ზოგიერთი სახეობა შესაძლოა, კიდეც ამოღებულ იქნას წითელი ნუსხიდან. ოღონდ ყოველივე ამას წინ უნდა უსწრებდეს საფუძვლიანი სამეცნიერო შეფასება”.

მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში მოღვაწე გარემოსდამცველმა ორგანიზაციებმაც გააპროტესტეს და ცვლილებების განხილვის პროცესში პარლამენტს დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის მოთხოვნით მიმართეს.

http://netgazeti.ge
კატეგორია: ინფო | ნანახია: 616 | დაამატა: a11201 | თარიღი: 06.03.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (0)

ცაგო კახაბერიძე, გაზეთი „ბათუმელები"

შავი ზღვის ორაგულს გადაშენების საფრთხე ემუქრება. გარემოსდამცველების ინფორმაციით, მდინარეები, რომლებშიც თევზის ეს სახეობა ტოფობას, ანუ ქვირითობას აწარმოებს, მაჭახელა და კინტრიშია. მდინარე მაჭახელაზე ჰიდროპროექტების განხორციელების მიზნით ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა, კინტრიშთან კი ბეტონის ნაკეთობათა ქარხანა ააშენეს, რაც სამომავლოდ მდინარიდან ინერტული მასალების ამოღების შესაძლებლობის ეჭვს აჩენს.

შავი ზღვის ორაგული საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი არალეგალური მოპოვების გარდა, კანონმდებლობითაა აკრძალული ყოველგვარი ქმედება, რამაც შეიძლება მისი შემცირება ან საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესება გამოიწვიოს.

შავი ზღვის ორაგული გამსვლელი თევზია, რაც იმას ნიშნავს, რომ გასამრავლებლად ის მდინარეებში შედის, მისი ქვირითობის პერიოდი კი მარტიდან ივლისამდე გრძელდება. მცირე მოზარდები მდინარეში 1-3 წლამდე რჩებიან, შემდეგ კი ზღვაში ჩადიან, ინტენსიურად იკვებებიან, სწრაფად იზრდებიან და რამდენიმე წლის შემდეგ ისევ მდინარეში ბრუნდებიან, სადაც მათი სქესობრივი მომწიფება სრულდება.
ორაგული, რომელსაც შავი ზღვის კალმახსაც უწოდებენ, მდინარის კალმახისგან ძირითადად სწრაფი ზრდითა და მაღალი ნაყოფიერებით განსხვავდება, განსხვავებული აქვს მას ასევე სხეულის ფორმა და შეფერილობაც, რაც ზღვის პირობების გავლენითაა გამოწვეული. მდინარეში ის ძირითადად კიბოსნაირებით, მწერითა და მატლებით, ზღვაში კი თევზებითა და სხვა უხერხემლო ცხოველებით იკვებება. ორაგული მდინარეში გაცილებით ნელა იზრდება, ვიდრე - ზღვაში.

ორაგულის სატოფო ადგილები ძირითადად მდინარის შუა წელში და ზემო დინებაში, თხელწყლიან ან ქვა-ქვიშიან ადგილებშია განლაგებული.

ორაგული ქვირითს მის მიერ ამოთხრილ ორმოში ყრის, ქვირითის განაყოფიერებაში მანაწილეობს, აგრეთვე, მდინარის კალმახი, ტოფობის შემდეგ კი ორაგული ისევ ზღვაში ბრუნდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას" ხელმღვანელის, არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, შავი ზღვის ორაგული ბუნებრივ ქვირითობას საქართველოში სულ ორ მდინარეში - კინტრიშსა და მაჭახელაში აწარმოებს. „გვაქვს ასევე მდინარეები აფხაზეთის მონაკვეთზე, სადაც ორაგული ასევე ახორციელებს ტოფობის კამპანიას, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ მათ ვერ ვაკონტროლებთ. ამიტომ, თუ კინტრიშის ცოცხალ კვეთაში ორაგულის მიგრაციის პერიოდში ადგილი ექნება ინერტული მასალების მოპოვებას ან სხვაგვარ ტექნიკურ მანიპულაციებს, ეს გამოიწვევს წყლის ამღვრევის მომატებას, რაც პირდაპირ ორაგულის მიგრაციის შემაფერხებელი გარემოებაა. ეს წარმოქმნის თევზის დაფრთხობის ფაქტორს.

როდესაც შავი ზღვის ორაგული მდინარე კინტრიშში აღმართობს, ის სადღაც ხინოს მიდამოებში, სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ყრის ქვირითს და მის გარეთაც ის საკმაოდ ზევით ადის. ამ დროს ნებისმიერმა მანიპულაციამ მდინარეში შეიძლება ჩაშალოს მისი ტოფობის კამპანია, ორაგულმა ვერ ააღწიოს საქვირითოებამდე და ტოფობის კამპანია ჩავარდეს, ანუ იმ წელს ჩვენ ორაგულის ახალი თაობა ვერ მივიღოთ, რასაც ძალიან ნეგატიური ასახვა მოყვება და ორმაგად დაამძიმებს ამ სახეობის ისედაც მძიმე სტატუსს."

საქართველოს წითელ ნუსხაში შავი ზღვის ორაგულის სტატუსი _ გადაშენების პირას მყოფი სახეობა- მისი კეთილდღეობის მდგომარეობას განსაზღვრავს. არჩილ გუჩმანიძის თქმით, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „ორაგული შავი ზღვის ენდემური ფორმაა, რომელიც მხოლოდ შავი ზღვის აუზში გვხვდება. ბოლო კვლევის დროს, რომელიც ორაგულის მდგომარეობის შესწავლის მიზნით ჩატარდა, შავი ზღვის ექვსივე ქვეყანა დაეთანხმა, რომ ორაგულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კავკასიის სანაპიროა."

მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალების ამოღებაზე ოფიციალური ნებართვა ამ დროისათვის გაცემული არ არის. შპს „ლეგის" დამფუძნებელი ზურაბ მიქელაძე, რომლის კომპანიასაც სოფელ ხუცუბანში მდინარე კინტრიშზე ბეტონის ნაკეთობათა ქარხანა ეკუთვნის, „ბათუმელებს" არწმუნებს, რომ მდინარიდან ინერტული მასალების ამოღება არ იგეგმება- „ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს დადებული ოზურგეთში, საიდანაც ქვიშას შემოვიტანთ, ინერტულ მასალებს მდინარიდან არ ამოვიღებთ, ხდება თუ არა ამოღება? _ ეს არ ვიცით, შესაბამის ორგანოებთან გადაამოწმეთ."

„ჩვენ მდინარიდან ინერტულ მასალებს არ ვიღებთ" - უთხრა „ბათუმელებს" საწარმოს დირექტორმა გიორგი მიქელაძემ. კითხვას - აწარმოებენ თუ არა ამოღებას სხვები, მან არ უპასუხა.

შავი ზღვის ორაგული ტოფობის კამპანიას მდინარე მაჭახელაშიც აწარმოებს, ამ მდინარეზე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა იანვარში ტენდერი გამოაცხადა, სატენდერო განცხადების მიხედვით, მაჭახელაზე ორი ჰესის მშენებლობა იგეგმება, რაც გარემოსდამცველების განმარტებით, ამ მდინარის ეკოსისტემასაც გაანადგურებს.



ორაგული, არჩილ გუჩმანიძის ფოტო

netgazeti.ge
კატეგორია: ინფო | ნანახია: 748 | დაამატა: a11201 | თარიღი: 06.03.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (1)


"მწვანე ალტერნატივა”  საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მიერ გამოქვეყნებულ 2012 წელს ნადირობის სეზონზე ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტების შესახებ ინფორმაციას ყალბ მონაცემებად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 10 იანვარს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დამტკიცდა 2012 წელს ნადირობის სეზონზე ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტები:

ნუტრია - 194 ცალი, კურდღელი - 615 ცალი, მაჩვი- 168 ცალი, ტყის კვერნა - 157,  ქვის კვერნა - 157 ცალი, მგელი - 120 ცალი,  ტურა - 1453, მელა- 162 ცალი, ტყის კატა - 77 ცალი, გარეული ღორი - 189 ცალი, შველი -  417 ცალი, ენოტი - 96 ცალი, ხოხობი - 416 ცალი, კაკაბი -  713 ცალი, დურაჯი- 50 ცალი”

2011 წლის 28 ოქტომბერს ”მწვანე ალტერნატივამ" განცხადებით მიმართა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს და საჯარო ინფორმაცია მოითხოვა სანადირო  სახეობების შესახებ, კერძოდ კი, სანადირო სახეობების აღრიცხვის შედეგების მოწოდება, ასევე, ინფორმაცია, თუ რა მეთოდით, როდის (რა პერიოდში), რომელ ტერიტორიებზე  ჩატარდა პოპულაციების კვლევა და რომელი სამეცნიერო ორგანიზაცია და ექსპერტები მონაწილეობდნენ კვლევაში.

”მწვანე ალტერნატივამ” სამინისტროს გაზეთ ”კვირის პალიტრისა” და ჟურნალ ”ლიბერალის”  მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიმართა, რომ აღნიშნული სამინისტრო ფლობდა ინფორმაციას ზემოთ აღნიშნული კვლევების შესახებ, თუმცა სამინისტრომ არ შეასრულა ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და ”მწვანე ალტერნატივას” საერთოდ არ უპასუხა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია კვოტების შესახებ ყალბია, რადგან  არც ერთ სახელმწიფო თუ სამეცნიერო უწყებას სანადირო ცხოველთა სახეობების არანაირი აღრიცხვა არ ჩაუტარებია. ამასთანავე, სანადირო კვოტა აუცილებლად მიბმული უნდა იყოს კონკრეტულ სანადირო  სავარგულზე მოსანადირებელი ინდივიდების რაოდენობის დაკანონება იმ ტერიტორიების დასახელების გარეშე, სადაც შესაძლებელია ამ ცხოველების მოპოვება, ანუ სანადირო სავარგულების მიხედვით მოსაპოვებელი ინდივიდების გადანაწილების გარეშე აბსურდულია” -  წერია განცხადებაში.

”მწვანე ალტერნატივა” ვარაუდობს, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ნადირობა დაუშვას  იშვიათ და გადაშენების საფრთხის  წინაშე მყოფი სახეობებზე, უახლოეს მომავალში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო  წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების სანადირო კვოტებთან დაკავშირებითაც გამოაქვეყნებს ყალბ მონაცემებს.


http://netgazeti.ge

კატეგორია: ინფო | ნანახია: 625 | დაამატა: a11201 | თარიღი: 06.03.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (0)


კატეგორია: ვიდეოები | ნანახია: 2875 | დაამატა: a11201 | თარიღი: 21.02.2012 | სრულიად ნახვა/კომენტარები (1)

« 1 2 3 4 5 ... 27 28 »

ძებნა

საიტის მენიუ

პროფილი


Гость !



სტუმარო , მოგესალმებით. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაციაა და/ან ავტორიზაცია!

მინი-ჩეთი

500

ამინდი

ფორუმი

  • ძროხის, ცხვრის ან ღორის ჩახოხბილი (4727)
  • საქართველოს ბუნება დღეს (13)
  • ტურა (8)
  • მელა (12)
  • გამოკითხვა

    გინადირია ლამპა-ფარით


    პასუხების რაოდებობა: 268
    ხმათა რაოდენობა: 268