მთავარი » 2012 იანვარი 13 » როგორ მოვიპოვოთ ლიცენზია
14.00.11 როგორ მოვიპოვოთ ლიცენზია | |
განცხადება ნადირობის დოკუმენტის (ლიცენზიის) მისაღებად:
1. დაინტერესებული პირი ნადირობის დოკუმენტის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას. 2. წერილობითი განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის სახეობა; ბ) მოპოვების ვადა; გ) მოპოვების რაოდენობა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 78. განცხადების შინაარსი 1. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; გ) მოთხოვნას; დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში. 2. განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება. 3. განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||||||
|